წულუკიანი ზურაბიშვილზე: უკვე ძალიან დიდი ხანია, ეს ქალბატონი გაღმაა გასული

19.07.23 14:18
წულუკიანი ზურაბიშვილზე: უკვე ძალიან დიდი ხანია, ეს ქალბატონი გაღმაა გასული

სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, გაღმაა გასული - ასე უპასუხა კულტურის მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევო- ასათიანის მიერ "ტვ პირველისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუზე დასმულ კითხვას. 

"აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული", - თქვა წულუკიანმა.

პიერ-ალექსანდრე კრევო-ასათიანი ამბობს, რომ მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს. მეტიც როგორც ენმ-ს წევრმა "პირველებს" უთხრა, ზურაბიშვილი ნელ-ნელა ხედავს, რომ სააკაშვილის შეწყალების საჭიროება დადგება.

პიერ-ალექსანდრე კრევო-ასათიანის განცხადებებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხი გუშინვე მოჰყვა.

მათი თქმით, ალექსანდრე კრევოს ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე ჭორები გაავრცელოს. 

მსგავსი სიახლეები