არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნაცმოძრაობაში ვიღაცამ გადაინაცვლა - მდინარაძე

19.07.23 14:35
არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნაცმოძრაობაში ვიღაცამ გადაინაცვლა - მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს პიერ-ალექსანდრე კრევოს  ნაცმოძრაობაში გადასვლა არ უკვირს, რადგან მისი თქმით, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მესიჯბოქსი ერთი ერთში ემთხვევა ნაცმოძრაობის მესიჯბოქსს.

„არ გამკვირვებია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ნაცმოძრაობაში ვიღაცამ გადაინაცვლა, რადგან ამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მესიჯბოქსი ერთი ერთში ემთხვევა ნაცმოძრაობის მესიჯბოქსს, ამიტომაც ეს არ იყო ისეთი ამბავი, რომელიც სენსაციასთან მიახლოებულად შეიძლება ჩავთვალოთ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრ კრევო არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.

მსგავსი სიახლეები