სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა - მდინარაძე

19.07.23 14:46
სააკაშვილმა და მისმა ოჯახმა ლობისტებს საქართველოს დასანქცირება შეუკვეთა - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ახალი მესიბოქსი - ფრაქციის თავმჯდომარემ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტების დაქირავების საკითხს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა. მამუკა მდინაარძემ თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ოჯახმა, თავად სააკაშვილმადა ენმ-მ ამერიკელ ლობისტებს საქართელოს დასანქცირება შეუკვეთეს.

მმართველი პარტიის ლიდერი ასევე, ირწმუნება, რომ სააკაშვილის ავადმყოფობაც მხოლოდ პიარის ნაწილია. 

„ფარა" არის იმ კანონის ანალოგი, რომელთან დაკავშირებითაც 7-9 მარტს თბილისში იყო აქციები და ასევე იყო მცდელობა ამ შემთხვევაში პრაქტიკულად, წარმატებული, რომ საქართველოში რუსული კანონი დაერქმიათ. ამ კანონის საფუძველზე და მისი მეშვეობით ქართული და საერთაშორისო საზოგადოება იგებს დღეს ამბავს, რომ სააკაშვილის ავადმყოფობის "გაპიარების" გარდა, მისი ლობისტები, რომლებიც ამაში მილიონობით დოლარს იღებენ, ზრუნავენ იმაზე, რომ საქართველო იქნას დასანქცირებული. ანუ მიხეილ სააკაშვილმა, მისმა პარტიამ და მისმა ოჯახმა თავის ლობისტებს შეუკვეთა საქართველოს დასანქცირება და გასცდა მისი ავადმყოფობის შესახებ პიარ კამპანიის ფარგლებს ამგვარად. ასევე ჩვენ ვიგებთ რეზოლუციების შესახებ ამბავს, რომლითაც ქვეყნის შიგნით და გარეთ "ნაცმოძრაობა" და მისი დავალების მიმცემები ცდილობდნენ საქართველოს დაზიანებას, ხოლო მისი დრაფტი, პროექტი, ტექსტი შედგენილია სააკაშვილის ოჯახის და მისი პარტიის დაქირავებული ლობისტების მიერ,"- განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები