პოლონელი ექიმი ნიმუშს რომ იპარავს, შეფასება არის ერთი - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება - მდინარაძე

19.07.23 14:46
პოლონელი ექიმი ნიმუშს რომ იპარავს, შეფასება არის ერთი - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება - მდინარაძე

პოლონელი ექიმი ნიმუშს რომ იპარავს, შეფასება არის ერთი - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება და ამის მცდელობა -  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს.

როდესაც პოლონელ ექიმებს საშუალება აქვთ, გაიტანონ ყველა წესის დაცვით სააკაშვილისგან კვლევის ნიმუში, ანალოგიურ ნიმუშს რომ იპარავს, ვერსია შეიძლება უამრავი არსებობდეს, მაგრამ ამ ვერსიების ქუდი, საერთო შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მომზადება და ამის მცდელობა. გაყალბების ინტერესის გარდა, შეუძლებელია ადამიანმა მოიპაროს ის, რაც წესების დაცვით უკვე აქვს. როგორ დაამუშავებდნენ, რატომ შეცვლიდნენ, რატომ არის უფრო ადვილი შეცვლა და არა დალუქულის გაყალბება - აქ უამრავი ვერსია შეიძლება იყოს, მაგრამ ერთადერთი მიზანი შეიძლება ყოფილიყო ექსპერტიზის ყალბი დასკვნა. როცა ამას შედარებით მარტივად ჩაანაცვლებდნენ, მერე ალალად და ობიექტურად დაწერდა მსოფლიოს ყველა წამყვანი ექსპერტიზა, რომ სააკაშვილი არის მოწამლული. მარტივი სქემაა და, სამწუხაროდ, ეს იკადრა იმ ექიმმა, რომელზეც ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ჰქონდა პასუხისმგებლობა“, - აცხადებს მდინარაძე.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. 

მსგავსი სიახლეები