"ოცნებამ" ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავალი რუსეთს მიაბა" - საქართველომ ევროკავშირში ექსპორტი შეამცირა
საქართველომ ევროკავშირში ექსპორტი შეამცირა - წელს, 6 თვეში ევროკავშირის ქვეყნებში უფრო ნაკლები პროდუქცია გავყიდეთ, ვიდრე შარშან. გამაოგნებელი მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა.
სახელმწიფო მთვლელის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მთვარ სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის სომხეთი იქცა. მეზობელ ქვეყანაში 432 მილიონის პროდუქცია გაყიდა. ეს ციფრები კი შარშანდელთან შედარებით 120 პროცენტზე მეტია. ეს მონაცემები აჩენს განცდას, რომ დიდი ალბათობით, პოდუქცია სომხეთიდან რუსეთში ხვდება - ეს კი სანქციებისგან, სავარუდოდ გვერდის ავლაა.
ოპოზიცია მოსალოდნელ საფთხეებზე საუბრობს.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ რუსეთის დავალება შეასრულა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავალი რუსეთს და ყოფილ საბჭოთა სივრცეს მიაბა.
დაახლოებით 3-ჯერ მეტად გაიზარდა ვაჭრობა რუსეთთან და ყოფილ საბჭოთა კავშირთან, ვიდრე ევროპულ ბაზართან, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისულებამ რუსეთის დავალება შეასრულა და იმის ნაცვლად, რომ გააძლიეროს ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობა რუსეთისგან, ამის ნაცვლად მიაბა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მომავალი რუსეთს და ყოფილ საბჭოთა სივრცეს. სომხეთთან გაზრდილი ვაჭრობა, ირიბად, რა თქმა უნდა, არის დაკავშირებული სწორედ რუსეთის დღევანდელ მდგომარეობას და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების რეჟიმს. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ არის შესასწავლი, რა ხდება საქართველოს ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაში და როგორ გამოიყენება რუსეთის ინტერესებისთვის, ესეც ერთერთი თემაა". - ამბობს სალომე სამადაშვილი.