საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა ფულს იხდიდა - წულუკიანი
საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა ფულს იხდიდა, - ასე აფასებს კულტურის მინისტრი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მესამე პრეზიდენტის ოჯახს ამერიკელი ლობისტები ჰაყვდა დაქირავებული.
თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშილისგან და მისი გარემოცვისგან განმარტებებს სთხოვს.
არის დიდი სკანდალი, რომლის მიჩუმათებაც და გაუბრალოებაც, დარწმუნებული ვარ, პირველივე წუთებიდან დაიწყება, დადასტურდა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში სააკაშვილი და მისი ბანდა იხდიდა ფულს. ასევე გავიგეთ, ის, რომ საქართელოს პრეზიდენტზე ზეწოლაში, რომ შეიწყალოს სააკაშვილი, ფულია გადახდილი. მათ მოუწევთ ახსნა-განმარტება ჩაგვაბარონ და გვითხრან, რატომ ებრძვიან საკუთარ სამშობლოს საზღვარგარეთ, - ამბობს თეა წულუკიანი.