რატომ ვერ ქირაობს ივანიშვილი ლობისტებს? იმიტომ, რომ პუტინისტი რუსია! - ხაბეიშვილი

19.07.23 15:20
რატომ ვერ ქირაობს ივანიშვილი ლობისტებს? იმიტომ, რომ პუტინისტი რუსია! - ხაბეიშვილი

რატომ ვერ ქირაობს ივანიშვილი ლობისტებს? იმიტომ, რომ პუტინისტი რუსია! - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდიმარე "ქართული ოცნების" ლიდერბის განცხადებებს, რომლებიც ამბობენ, რომ "სააკაშვილის ბანდა ფულს საქართველოსთვის სანქციების დაწესებაში იხდიდა".

ენმ-ს ლიდერი "ოცნების" მესიჯ-ბოქსს "ანკდოტს" უწოდებს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ლობისტების დაქირავებაში ფულის გადადხა ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს არ გაუჭირდებოდა, თუმცა მასთან თანამშრომლობა ცივილიზებულ სამყაროში არავის სურს. 

პრეზიდენტ სააკაშვილს ცივილიზებულ სამყაროში აუცილებლად ყოველთვის ეყოლება მოკავშირეები. თუ ვინმეს არასდროს ეყოლება მოკავშირეები და თუ ვინმეს ფული აქვს და ამ ამოკავშირების ყიდვა შეუძლია, პირობითად, და ლობისტების დაქირავება, არის ბიძინა ივანიშვილი. ცოტა ანეკდოტია. რატომ ვერ ქირაობს ბიძინა ივანიშვილი? რატომ ვერ პოულობს მოკავშირეს? ა, იმიტომ, რომ პუტინისტია რუსია!", - ამბობს ხაბეიშვილი. 

დღეს "ფარას პორტალზე" გამოქვეყნებული ანგარიში "ქართული ოცნების "პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. მმართველი პარტიის დეპუტატები მესამე პრეზიდენტს და მის დედას ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიის  მილიონებით დაფინანსებაში ადანაშაულებენ. 

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტების დაქირავების შესახებ ინფორმაცია იძებნება. დოკუმენტში წერია, რომ ლობისტებს ევროპარლამენტისთვის რეზოლუციის პროექტი უნდა მოემზადებინათ, მათი საქმიანობის ჩამონათვალშია, პრეზიდენტის შესახებ სტატიების მომზადება დასავლურ გამოცემებში და სენატორებისთვის სანქციების დაწესებისთვის  საჭირო მასალების მიწოდება.

მსგავსი სიახლეები