პოლონეთის საგარეო უწყების განცახდებაში სინანული არ იკითხება - მდინარაძე
"ქართული ოცნება" პოლონეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას არ ეთანხმება. მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ კადრები, სადაც პოლონელი ექიმის ინციდენტია ასახული, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო.
არ იკითხება სინანული, აღიარება ძალიან სამწუხარო ფაქტის, რომელიც რომ არ გამომზეურებულიყო, რომ არ გამოქვეყნებულიყო, ჩვენ რამდენიმე დღეში თუ კვირაში გვექნებოდა ყალბი დასკვნა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. შემდეგ თქვენ მკითხავდით, რომ ასეთი ფაქტი თუ მოხდა, რატომ არ გამოქვეყნეთ? რატომ არ უთხარით ეს საზოგადოებას? ჩვენ გვექნებოდა ყალბი დასკვნა, რომლის ავტორებიც თავის თავთან ძალიან მართლები იქნებოდნენ, - ამბოლბს მამუკა მდინარაძე.
შეგახსენებთ, რომ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება პირდაპირ წერს, რომ მედიკოსის ჩხრეკის კადრების გამოქვეყნება და საქართველოს მთავრობის "ემოციური განცხადებები" კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.