რაჭის ტყეების ოკუპაცია - ტყეები რუსი ოლიგაქრის ხელში და რეპრესიები გლეხების წინააღმდეგ

19.07.23 17:09
რაჭის ტყეების ოკუპაცია - ტყეები რუსი ოლიგაქრის ხელში და რეპრესიები გლეხების წინააღმდეგ

რაჭის ტყეების ოკუპაცია გაძლებდა - ამბროლაური, ონი, ნიკორწმინდა, ურავი, მრავალძალი, შქმერი, უწერა, ჭიორა, ღები, გლოლა, პიპილეთი, წედისი, ირი და რაჭის კიდევ 70 სოფლის ირგვლივ არსებული ტყეები ერთი კაცის გამგებლობაში აღმოჩნდა.

"ქართულმა ოცნებამ" უნიკალური ტყის მასივის დიდი ნაწილი  ჯერ რუს ოლიგარქს, დავით ხიდაშელს გადაუფორმა, ახლა კი  სამართლის ხელით გლეხების დევნა და შევიწროება დაიწყო.

სასამართლოს  გადაწყვეტილებით  დაყადაღებულია დავით ხიდაშელის საკუთრების მომიჯნავე თითქმის  200 მიწის ნაკვეთი.

აკრძალვა გლეხების იმ კერძო საკუთრებას დადეს  რომელსაც წლებია ფლობენ. 

ადგილობრივები ითხოვენ გამოძიებას, თუმცა არცერთი ძალოვანი უწყება მათი პრობლემით არ ინტერესდება. 

 ვრცელი გამოძიება ამ თემაზე "მთის ამბებმა" მოამზადა.

მსგავსი სიახლეები