"ქართულმა კომპანიებმა რუსეთში ექსპორტირება უნდა შეამცირონ" - ექსპერტები საშიშ ტენდენიცაზე საუბრობენ
საქართველო ევროკავშირის ბაზარს დღითიდღე შორდება და რუსეთზე დამოკიდებული ხდება - ექსპერტები საშიშ ტენდენიცაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებითვის გამოიყენებს, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას ზომების მიღებას სთხოვენ.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში პირდაპირ ამბობენ, რომ ქართულმა კომპანიებმა რუსეთში ექსპორტირება უნდა შეამცირონ.
ტვირთთა ნაკადი გაზრდილია საქართველოს გავლით და ტვირთის გატარების დრო შემცირებულია თუნდაც თურქეთთან საზღვარზე, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის. თითოეულმა ექსპორტიორმა კომპანიამ, ვფიქრობ, რაღაც რისკების დონეზე, გათლით უნდა მოახდინოს მაქსიმუმ 10 პროცენტის ექსპორტირება რუსეთში, ისიც ნელნელა უნდა შეამციროს, ვინაიდან არაპროგნოზირებად სახელმწიფოსთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც, როცა დასჭირდება, შეუძლია, გადაკეტოს ეს გზა, როგორც ადრე გაუკეთებია". - ამბობენ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოში.
ასევე ცნობილი ხდება, რომ რუსეთში ღვინის ექსპორტზე ბაჟის დაწესება და 12.5 პროცენტით მომატება იგეგმება.
თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, თუ აუცილებელია მოახდინოსნ ქართული ღვინის ექპსორტი ევროპულ ბაზარზე
თუ ბაჟის დაწესება მოხდება ქართულ ღვინოს რუსეთში შეტანაზე, ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ქართულ ღვინოს შედარებით გააძვირებს. უნდა ვეცადოთ, რომ ართული ღვინო რუსეთის გარდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნებში, რომელბიც ყველაზე მეტ ღვინის იმპორტს ახდენენ სტატისტიკურად. რუსეთი ყველაზე დიდი შემსყიდველია და რუსეთს რამე რომ არ მოეწონოს, ეს შეიძება გარკვეულწილად იყოს ბერკეტი, როგორც ეს მოხდა ერთხელ 2006 წელს". - ამბობს თბილღვინოს აღმასრულებელი დირექტორი.
საგანგაშო მონაცემები დღეს საქსტატმა გაასაჯაროვა. ციფრები შოკისმომგვრელია. ირკვევა, რომ მხოლოდ რამდენიმე თვეში ევორკავშირში ექსპორტი 30 მილიონი დოლარით არის შემცირებული.
სახელმწიფო მთვლელის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მთვარ სავაჭრო პარტნიორად საქართველოსთვის სომხეთი იქცა. მეზობელ ქვეყანაში 432 მილიონის პროდუქცია გაყიდა. ეს ციფრები კი შარშანდელთან შედარებით 120 პროცენტზე მეტია. ეს მონაცემები აჩენს განცდას, რომ დიდი ალბათობით, პოდუქცია სომხეთიდან რუსეთში ხვდება - ეს კი სანქციებისგან, სავარუდოდ გვერდის ავლაა.