გვარამია თუ ცალკე გამოვიდა, ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს - მდინარაძე

19.07.23 17:26
გვარამია თუ ცალკე გამოვიდა, ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს - მდინარაძე

"ბარიერს ვერ გადალახავს" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. 

მეტიც, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, გვარამიას პოლიტიკურ ველზე გამოცანა "ვერაფერს" შეცვლის: 

თუ ცალკე გამოვიდა, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს. აი, თუ ცალე გამოვიდა, ნაც. მოძრაობისგან დამოუკიდებლად, უდიდესი ალბათობით ბარიერსაც ვერ გადალახავს.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნაცი რჩება ნაცად და აქვს მათ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი..." - ამბობს მდინარაძე.

რა პოლიტიკური  გეგმები  აქვს თავად გვარამია ჯერ პირდაპირ არ ლაპარაკობს, თუმცა ამბობს, რომ ივანიშვილის და მისი არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად იქნება ჩართული.

"არ ვარ მზად სხვისი ნაკარნახევი წესებით ვითამაშო" -ასე უპასუხებს ნაცმოძრაობასთან მის სამომავლო თანამშრომლობაზე დასმულს კითხვას გვარამია.

პოლიტიკურ გეგმებზე, შეხვედრებზე უკრაინასა და ევროპარლამენტში  გვარამიამ   ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.

 

მსგავსი სიახლეები