ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა - გია ვოლსკი

19.07.23 17:42
ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა - გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი, გია ვოლსკი პოლონეთის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ინფორმაციის გასაჯაროება და განცხადებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს, თავდაცვისთვის იყო საჭირო.

ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რომელიც ამ პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს ამ თაღლითურმა მოქმედებამ, რაც ამ ექიმმა ჩაიდინა. რაც მთავარია, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, პოლონურ მხარეს, ალბათ, კარგად ესმის და ხედავს, რა პროცესებიც ვითარდება, თუნდაც ბოლო დღეებში, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა განახორციელა, რომ დაუწესდეს ქვეყანას სანქციები სააკაშვილის გამო. როცა ასეთი არაორდინალური სიტუაცია, სკანდალური სიტუაციის შექმნა სურთ საქართველოს გარშემო, ასეთი ბინძური მეთოდებით, სახელმწიფო თავს იცავს კონკრეტული განცხადებების კეთებით, მედიას იმ ინფორმაციის გაშუქებას ვერავინ აუკრძალავს, რაც ხელთ აქვს. ეს არის თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, რათა ოფიციალურად აღებულ ნიმუშს არავითარი საფრთხე აღარ დაემუქროს", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყება პირდაპირ წერს, რომ მედიკოსის ჩხრეკის კადრების გამოქვეყნება და საქართველოს მთავრობის "ემოციური განცხადებები" კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. 

 

მსგავსი სიახლეები