ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმე - მესამე სექტორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმე - მესამე სექტორი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
არსამთავრობოებისთვის სახალხო დამცელის დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ პოლიციას მმართველი პარტია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
მესამე სექტორში ომბუდსმენის დასკვნას ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად იმოქმედა, რომ ლევან ბერძენიშვილის ლექცია არ ჩატარებულიყო.
პოლიციის პირველი ვალდებულება ამ შემთხვევაში იყო ის, რომ მოეხდინა ამ ძალის იმგვარად დაშორება იმ ადგილიდან, სადაც ლექცია უნდა ჩატარებულიყო, რომ მათი მოქმედებით ხელი არ შეშლოდა ლექციის ჩატარებას, რაც ვერ უზრუნველყო პოლიციამ. ამით მათ დაარღვიეს პოზიტიური ვალდებულება, რომელიც აკისრია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში შსს-ს, მიეღო ზომები, რომ ამ ჯგუფს არ მისცემოდა შესაძლებლობა, ხელი შეეშალა ლექციისთვის. შსს-მ ეს ვერ და არ უზრუნველყო, შეიძლება აქ ტოლობის ნიშანიც იდგეს, იმიტომ, რომ პოლიციას ყველანაირი რესურსი აქვს, რომ ამ ტიპის დაბრკოლებები თავიდან აიცილოს". -ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
სახალხო დამცველმა ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის საქმეში დარღვევა დაადგინა, რის შესახებაც ომბუდსმენმა წერილი ვახტანგ გომელაურის უწყებაში გაგზავნა.
საქმე 15 იანვარს ყვარელში მომხდარ თავდასხმას ეხება, რა დროსაც ლევან ბერძენიშვილს თავს „ერეკლე მეფის დაცვის მიზეზით„ ძალადობრივი დაჯგუფების წევრები დაესხნენ და ლექციაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. სახლსო დამცველი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ფაქტის შესახებ პოლიცია ინფორმირებული იყო, თუმცა ძალადობის პრევენციისთვის არაფერი გააკეთა.