მივესალმები პარტიულ სტრუქტურებში ახალი სისხლის დაწინაურებას - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ ცვლილებებს მიესალმება.
ამის შესახებ დაპატიმრებული პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები პარტიულ სტრუქტურებში ახალი სისხლის დაწინაურებას! ამ რუსული სისტემის ჩამოშლას ბევრი ენერგია და გამბედაობა სჭირდება, რომელიც სწორედ ახალგაზრდებისგან მოდის და ისინი აუცილებლად გაარღვევენ ამ ჯებირს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.