სიმულიანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი მტრობს ჩვენს სახელმწიფოს, მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა - პრემიერი

19.07.23 18:19
სიმულიანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი მტრობს ჩვენს სახელმწიფოს, მათი მიზანია, ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა - პრემიერი

სიმულიანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი მტრობს ჩვენს სახელმწიფოს, მათი მიზანია, რომ ქვეყანაში იყოს ომი და ნგრევა - ასე გამოეხმაურა ქვეყნის ქვეყნის პრემიერი FARA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მიხეილ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიაზეა საუბარი.

ირაკლი ღარიბაშვილი მესამე პრეზიდენტს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ია ქვეყნის მტერია.

ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი და პირადად სიმულიანტი სააკაშვილი ჩვენს სახელმწიფოს. ამ პროცესში ჩართულები არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წვერები და ოჯახის წევრები, ისევე დაინტერესბულუი პირები.

 

მათ ინტერესია, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება - ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში. ამის თავი და თავი არის სიმულანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართულნი იყვნენ მათ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ყოფილი პოლიტიკოსები და ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი - აი ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ. რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, 9 წელი რომ მართავდა ამ ქვეყანას ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი, მილიონებს ხარჯავს მთელს მსოფლიოში, იმისთვის რომ ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი დაზიანდეს, რეპუტაცია შეილახოს - ჩვენი სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის. და ვინც ჩვენს სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი მტერი.

ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, შემადგენელი ნაწილი. ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებენ კომენტარებს - აღარ გავიმეორებ, ჩემთვის არაფერს ნიშნავს მათი გვარები, ისინი ჩართულნი არიან ამ კორუფციულ კამპანიაში და ესაა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია. ამას სახელი უნდა დავარქვათ მეგობრებო. მაგრამ ერთი მინდა ვთქვა - სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ვერავინ შეეწინააღმდეგება, ვერცერთი ათობით მილიონი დოლარი, რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. სხვათა შორის, კითხვები უნდა დაუსვათ - საიდან აქვს 100 მლნ-ზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას, მაგალითად? საიდან ფინანსდება ეს მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია? საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს, ესაა უბედურება“, - განაცხადა პრემიერმა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტმანეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესერიგის მთავარ თემად იქცა. დოკუმენტებში, სადაც მიხეილ სააკშვილის ოჯახის დაქირავებული იურდიული კომპანიის ანგარიშია ასახული, ქართულმა ოცნებამ პოლიტკური სკანდალი ამოიკითხა 

მსგავსი სიახლეები