არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ EU-ს 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, ნუ გწყინთ - პრემიერი

19.07.23 18:50
არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ EU-ს 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ, ნუ გწყინთ - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას, არამედ ევროკავშირის 14 და ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას უსწრებს.

 ეს არის რეალური, მეგობრებო. ნუ გწყინთ - ამბობს პრემიერი.

„ყოველგვარი შეფასებით, მათ შორის რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ საქართველო წინ არის, უსწრებს მოლდოვას, უკრაინას და აღარ მაქვს საუბარი სხვა ქვეყნებზე. საერთოდაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, რიგ რეიტინგებში, მთელი კრიტერიუმებით, მათ მიერ დადგენილი კრიტერიუმებით - ჩვენი საერთაშორისო, ამერიკული, ევროპული ორგანიზაციების, ჩვენ არა მხოლოდ თქვენს მიერ ხსენებულ ქვეყნებს [უკრაინა, მოლდოვა] ვუსწრებთ, არამედ ევროკავშირის 14 ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ 10-ზე მეტ ქვეყანას ვუსწრებთ. ეს არის რეალური, მეგობრებო. ნუ გწყინთ, ჩვენი, ანუ თქვენი ქვეყნის წარმატება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები