თუ არ ვცდები, კეზერაშვილი ოპოზიციონერებს იბარებს და ინსტრუქციებს აძლევს - ღარიბაშვილი
თუ არ ვცდები, დავით კეზერაშვილი ოპოზიციონერებს იბარებს და ინსტრუქციებს აძლევს - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯერ საქართველოში მოიპარა ასეულობით მილიონი, ხოლო შემდეგ კი, საუკუნის ძარცვა ჩაატარა ევროპაში.
"ეს არის აბსოლუტურად ამორალურობა და გამაოგნებელი სინამდვილე, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მანამდე უკვე გაძარცვა ჩვენი ბიზნესი, ჯარი რეკეტის ქვეშ ჰყავდა, მოიპარა ასეულობით მილიონი ჯერ საქართველოში და შემდეგ ყველაზე დიდი, საუკუნის ძარცვა ჩაატარა - მილიარდი დოლარი მოიპარა ევროპაში. მაგ ფულით აფინანსებს ტელევიზიას, უხდის ხელფასებს ყველას და ოპოზიციას. დღეს, თუ არ ვცდები იბარებს ოპოზიციონერებს და ინსტრუქციებს აძლევს. კეზერაშვილის ტელევიზია საერთოდ როგორ ბედავს, რომ კითხვას მისვამს. ჩვენი ქვეყნის დაზიანების გარდა, მათ არაფრის მოტანა არ შეუძლიათ,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.