რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება - პრიგოჟინი

19.07.23 19:25
რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება - პრიგოჟინი

ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება - ამის შესახებ “ვაგნერის”დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან ერთად სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვიდეოს “ვაგნერთან” დაკავრშირებული “ტელეგრამ” არხები ავრცელებენ.

პრიგოჟინის თქმით, ისინი რარაც დროის განმავლობაში ბელარუსში დარჩებიან და ბელარუსული არმიისგან “მსოფლიოს მეორე არმიას” შექმნიან.

“ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას.

ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით.

“ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, და ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ”, - განაცხადა პრიგოჟინმა.

 

 

მსგავსი სიახლეები