დედაჩემს ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებაში დაადანაშაულეს - სააკაშვილი
დედაჩემს ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და "ანტისახელმწიფოებრივ" ქმედებაში დაადანაშაულეს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სააკაშვილი უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულს უწოდებს იმ ადამიანებს, რომლებმაც "ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედას ანტისახელმწიფოებრივი" უწოდა.
დედაჩემს ვივამედთან ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები ,,ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.
თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.
მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება.
საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე".- წერს საააკაშვილი.
ამერიკის იუსტიციის დეპარტმანეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ანგარიში ქართული ოცნების პოლიტიკური დღის წესერიგის მთავარ თემად იქცა. დოკუმენტებში, სადაც მიხეილ სააკშვილის ოჯახის დაქირავებული იურდიული კომპანიის ანგარიშია ასახული, ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური სკანდალი ამოიკითხა .