პოლიტიკური სკანდალი - "ოცნება" სააკაშვილის ოჯახს დასავლელი პოლიტიკოსების მოსყიდვაში ადანაშაულებს
მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ პოლიტიკურ სკანდალს დღის ბოლოს ბეჭედი ღარიბაშვილმა დაუსვა. პრემიერმა ყველა დასავლელი პარტნიორი კორუმპირებულად გამოაცხადა, ვინც პატიმარი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ ამაში დიდი ფული სააკაშვილის ოჯახმა გადაუხადა.
ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ქართულმა ოცნებამ დღეს მიხეილ სააკაშვილის ოჯახის დისკრედიტაციისთვის გამოიყენა. იურდიული კომპანია აკერმანის ანგარიშმა ხელისუფლება იქამდე მიიყვანა, რომ დილიდან პრეზიდენტის ოჯახს პარტნიორების მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.