Cool და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ და მოყვეთ, რომ ვიღაცამ ზურგი აქცია - ხაბეიშვილი "დროაზე"

20.07.23 17:21
Cool და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ და მოყვეთ, რომ ვიღაცამ ზურგი აქცია - ხაბეიშვილი "დროაზე"

"Cool ამბავი და Wow ამბავი შეიძლება, აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია" - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებამდე რამდენიმე საათით ადრე "პირველებთან" გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილმა კითხვაზე - რატომ აქცია ზურგი ალიანსს ელენე ხოშტარიამ, "პირველებს" უპასუხა, რომ როგორ გაგრძელდება პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები, წინასწარ უცნობია. თუმცა, ხაბეიშვილის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში "დროას" ლიდერმა პირდაპირ თქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებელთან" ალიანსში მისი პარტია არ იქნება და მას სხვა პოლიტიკური გეგმები აქვს. 

არ ვიცი, იცით, რა არის - Cool ამბავი და Wow ამბავი, შეიძლება აქედან გამოიტანოთ თქვენ და ასე მოყვეთ, რომ ვიღაცამ რამეს ზურგი აქცია. კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრტულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ეს მისასალმებელია, არავინ არ ვიცით, როგორ გაგრძელდება მოლაპარაკებები. ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოლაპარაკებები დასრულებულია, ასევე, ხომ არ ვიცით, ერთი თვის შემდეგ რა პოლიტიკური რეალობა იქნება,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

იმის მიუხედავად, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლები დღეს მედიასთან აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "სტრატეგიამ" სხვა პარტიებთან კონსულტაციები დაასრულა, ხაბეიშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. 

არავის რომ კალთებს არ დავახევთ, ეს ორჯერ ორია, პირიქით, მეტიც, მივესალმებით, ჩვენ გარეშე თუ ერთობას გააკეთებენ, მაგრამ თუ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები ან ადამიანები გადაწყვეტენ გამარჯვების პლატფორმაზე ყოფნას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით, რომ გითხრათ, ახლა, რომ ვინმეს სადმე გავეკიდებით, ასე არ იქნება, მივესალმებით ყველას ერთობას, მაგრამ ის, რომ სიურპრიზები იქნება, ე აუცილებლად გეტყვით, ორი-სამი თვის წინ სხვა წარმოდგენები იყო, ძალიან მძიმე სურათები იხატებოდა, თუმცა, ვხედავთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ ენმ ძლიერდება, იქნება გამარჯვების პლატფორმა, ამ პლატფორმაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თავის კონკრეტულ არჩევანს აკეთებს, ვგულისხმობ, სტრატეგია აღმაშენებელს და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პოლიტიკური ლიდერებიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

გიორგი ვაშაძის და ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური ალიანსი დღეს გაფორმდება - "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე "პირველებს" ეუბნება, რომ ამ ეტაპზე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან დასრულებულია და კონსულტაციები აღარ იქნება. 

ხოშტარია "ნაციონალურ მოძრაობასა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ალიანსს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ გაერთიანებაში "დროა" არ იქნება

მსგავსი სიახლეები