ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდით დავუდგე გახარიას - საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში

28.05.21 13:16
ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდით დავუდგე გახარიას - საქართველოს ყოფილი ელჩი ნატო-ში

 ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას,  გვერდით დავუდგე ბატონ გიორგი გახარიას - ამის შესახებ  საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატოში, ლევან დოლიძემ, განაცხადა, რითაც დაადასტურა "პირველების" ინფორმაც ია, რომ დიპლომატს ექსპრემიერის გუნდში ვიხილავთ. 

პოლიტიკური პარტიის დაფუძნები თ ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმისკენ, აგრესიაზე, არამედ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. 

ამასთან, დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი გუნდის წარმატება ძალიან სასარგებლო იქნება ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება"- თქვა დოლიძემ. 

   გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე ერთი დღე რჩება. 

მსგავსი სიახლეები