რას ითხოვს ევროკავშირი - "ოცნებამ" რეკომენდაციების შესრულებამდე 2 თვით ადრე, ბუნდოვან მოთხოვნებზე ლაპარაკი დაიწყო
თავის დაზღვევის მცდელობა - ევროპული რეკომენდაციების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, ოცნება ამტკიცებს, რომ ვერ გაიგო რას ითხოვს ევროკავშირი. რეკომენდაციების შესასრულებლად კი ორი თვე რჩება. თუ კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, შემდეგ სავარაუდოდ იტყვიან, რომ მოთხოვნები ბუნდოვანი და გაუგებარი იყო და ამიტომ ვერ შეასრულეს.
სანამ დრო ცოტა, მაგრამ მაინც დარჩა, ოცნებას ისევ დაუმარცვლეს, აუცილებელია დეოლიგარქიზაცია- უთხრა ევროკავშირის ელჩმა დღეს ხელისუფლებას და აქვე მისცა რეკომენდაციებიც, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას რომ ოლიგარქებს არ ჰქონდეთ გავლენა პოლიტიკაზე. ერთი წლის თავზე 12-დან მხოლოდ სამი დავალებაა შესრულებული.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.