გარიგების დეტალები: არჩევნებიდან ჩამხსნეს და ინჯიას კანდიდატი დაყენეს, მელიამ ამბავი გვიან გაიგო
ინჯია- გოროზიას გარიგებაზე კიდევ ერთი პოლიტიკოსი ალაპარაკდა - ხვიჩა ჯგერენაია, რომელიც მარტვილის ოლქის ენმ-ს კანდიდატი უნდა ყოფილიყო, "პირველებთან" დეტალურად ყვება, როგორ ჩახსნეს არჩევნებიდან და როგორ დააყენეს ფრიდონ ინჯიას პარტიის კანდიდატი.
ჯგერენაია ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით მაშინ ზაზა გოროზიასთან კონფლიქტიც ჰქონდა. რაც შეეხება ნიკა მელიას, ენმ-ს მაშინდელი კანდიდატის თქმით, ნიკა მელიამ ამის შესახებ გვაინ გაიდო, როცა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო.
მარტვილის რაიონის 3 სოფელი იყო, მე ვიყავი კანდიდატი მაჟორიტარობის, წინა დღეს ჩამხსენს. ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც იგებდა მაგ სოფლებში 100 პროცენტით. მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ დავუპირისპირდით, არ გვინდოდა გარიგება ფრიდონ ინჯიასთან. დავაყენეთ კანდიდატი ფრიდონ ინჯიას პარტიიდან და კომუნიკაცია და კონფლიქტიც გვქონდა თავად ზაზა გოროზიასთან. ნიკა მელიამ მემგონი მოგვიანებით გაიგო ნიკა მელიამ. თავიდან მელიაც თავის არჩევნებში იყო ჩართული და ბოლოს გაიგო ყველაფერი, მაგრამ ბოლოს გვაინი იყო". - ამბობს ენმ-ს მაშინდელი კანდიდატი.
ინჯია-გოროზიას შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ნიკა მელიამ გადაცემა "რეაქციაში" გათქვა.