4 ოქტომბრის საქმე - ცნობილია კიდევ ვინ მოითხოვს საპროცესო შეთანხმებას
4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ და პირობები თითქმის შეთანხმებულია მურთაზ ზოდელავასთან, ლაშა ბერიძესთან და გური ჟვანიასთან.
საპროცესოს მოითხოვს ირაკლი ჩხვირკიაც. ამის შესახებ მსჯავრდებულის ადვოკატმა, ბორის ყურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ შემთხვევაში ჩემი მსჯავრდებულის ნება არის ის, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება. ჩვენ პირველ ინსტანციაში ვიდავეთ და ზოგადად ვხვდებით, რომ მოცემული კონტექსტის და იმ სიტუაციის გათვალისწინებით, რასაც ვუყურებთ უკვე თითქმის ერთი წელია, ახლა ყველაზე კონსტრუქციული გადაწყვეტილება იქნება ის, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწიოთ ბრალდების მხარესთან“ , - განაცხადა ბორის ყურუამ.
საპროცესო შეთანხმებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებენ პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მისი პოზიცია საოპერო მომღერალი მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.
ადვოკატს თქმით, პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა.
„ბატონი პაატა ბურჭულაძე მხოლოდ მიესალმება და მოხარულია, რომ პოლიტიკური პატიმრების მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფლების მოპოვების შესაძლებლობა ექნება და მიესალმება ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას.
იგი იყო ეროვნული კრების ორგანიზატორი და მას არცერთი წუთით ეს არასდროს არ უარუყვია.
მიმართავს თუ არა თავად საპროცესო გარიგების მოთხოვნით პროკურატურას? პაატა ბურჭულაძე საკუთარი თავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს მხოლოდ მას შემდეგ, როცა ყველა პოლიტიკურ პატიმარს ექნება ეს შესაძლებლობა“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.