პროტესტმა შედეგი გამოიღო - რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება
პროტესტმა შედეგი გამოიღო - ბათუმში რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება. ქართველი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ღონისძიება გაუქმდა.
ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში People - Real Estate იტყობინებოდა, რომ ბათუმში გამოფენა-გაყიდვა 29-30 ივლისს გაიმართებოდა, ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთში მოღვაწე ირაკლი ფირცხალავამაც.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, სარეკლამო რგოლი, რომელიც Youtube არხზე იყო განთავსებული, კვლავ იძებნება.
რაც შეეხება ბოლო ცნობებს ბათუმიდან, "პირველების' ინფორმაციით, "ექსპო ბათუმი-2023" ის ოფისი დაკეტილია. საზოგადოებრივი პროტესტის და მედიის მიერ ამ ამბის გაშუქების შემდეგ ორგანიზატორები იმალებიან. სამშენებლო კომპანიები კი უარს ამბობენ, ბინების რუსებისთვის განსაკუთრებული პირობებით მიყიდვაზე.