ბათუმში ორკებისთვის დაგეგმილი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გამოფენა გაუქმდა - დავით ქაცარავა

28.07.23 16:02
ბათუმში ორკებისთვის დაგეგმილი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გამოფენა გაუქმდა - დავით ქაცარავა

ბათუმში ორკებისთვის 29-31 ივლისს დაგეგმილი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გამოფენა გაუქმდა - ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი დავით ქაცარავა ავრცელებს.

მისი თქმით, ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა, რადგან რუს ოკუპანტებს ყველგან უნდა შეექმნათ დისკომფორტი.

"ბათუმში ორკებისთვის 29-31 ივლისს დაგეგმილი, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის გამოფენა გაუქმდა. ყველგან უნდა შევუქმნათ დისკომფორტი ჩვენს ქვეყანას შემოსეულ ორკ-დესანტს. გვჭირდება მეტი კოორდინაცია ამისთვის. თუ დროზე არ მოვალთ გონს, ერთი გასროლის გარეშე დავკარგავთ ჩვენს სამშობლოს. პროცესი უკვე მიმდინარეობს. ერთიანი სამოქალაქო წინააღმდეგობის დროა. ძალა ერთობაშია, - წერს დავით ქაცარავა.

ბათუმში, რუსებისთვის დაგეგმილი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია საიტიდან წაიშალა.

რუსებისთვის დაგეგმილი ბინების განსაკუთრებული პირობებით მიყიდვის ღონისძიება შესაძლოა, ჩაიშალოს. "ექსპო ბათუმი-2023" ის ოფისი დაკეტილია. საზოგადოებრივი პროტესტის და მედიის მიერ ამ ამბის გაშუქების შემდეგ ორგანიზატორები იმალებიან. სამშენებლო კომპანიები კი უარს ამბობენ, ბინების რუსებისთვის განსაკუთრებული პირობებით მიყიდვაზე.

მსგავსი სიახლეები