ექსკლუზიური კადრები: სამთავრობო დაცვამ შუა რუსთაველზე გზის არდათმობის გამო სკუტერის მძღოლი სასტიკად სცემა

29.07.23 21:06
ექსკლუზიური კადრები: სამთავრობო დაცვამ შუა რუსთაველზე გზის არდათმობის გამო სკუტერის მძღოლი სასტიკად სცემა

ექსკლუზივი - მაღალჩინოსნების სამთავრობო დაცვამ მოპედის მძღოლი სასტიკად სცემა, ფაქტის ამსახველი ვიდეო-კადრები "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერმა მოიპოვა. 

შემთხვევა მიმდინარე წლის 19 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, 22:54 საათზე მოხდა. 

მოპოვებული კადრებით დგინდება, რომ რუსთაველის მეტროდან თავისუფლებისკენ მიმავალ სამთავრობო ესკორტის მანქანას "ბასლაინზე" გადასვლა უნდა და მოტოს გზის გათავისუფლებას სთხოვენ, თუმცა სავარაუდოდ მძღოლი რომელსაც ყურსასმენი უკეთია  ვერ იგებს და მოძრაობას განაგრძობს. ამ დროს ერთ-ერთი ჯიპის მოტოს გზას უჭრის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გინებას იწყებს.

პირველი შავი ჯიპიდან მძღოლი გადმოდის და ტროტუარისკენ მირბის. მას მეორე მამაკაცი მიყვება. და სპეცსამსახურის თანამშრომლები მოქალაქის ცემას იწყებენ.

"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერში თეთრი მანქანის უკან, ღობესთან მამაკაცის სილუეტი ჩანს. ის მოტოციკლიდან გადმოსვლას იწყებს მაშინვე როგორც კი მანქანა ავტობუსის სავალ ნაწილზე ამუხრუჭებს. მოტოციკლის მფლობელს გადმოსვლა დასრულებული არ აქვს, რომ ჯიპის მძღოლი, შავებში ჩაცმული სირბილით უახლოვდება, ზურგს უკან დგება და თავში არტყამს. 

მოპოვებულ კადრებში პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის ადგილზე 22:09 საათზე  ჩნდება. ის ამ დროს ტელეფონზე საუბრობს და ავტობუსის ზოლში გადაადგილება. ჩანს, რომ ვიღაცას უხსნის, რა მოხდა ქალაქის ცენტრში, მაღაზია "ზარასთან". აქ უკვე კადრში დაზარალებული ჩნდება, რომელიც მეორე პოლიციელს ელაპარაკება. შაბათის ეთერის ინფორმაციით დაზარალებულმა უკვე იჩივლა.

ვინ მართავდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ავტომობილს, რომლის მძღოლიც მოქალაქეს დაუპირისპირდა. ამის გარკვევა მოპოვებულ კადრში შეუძლებელია.

მსგავსი სიახლეები