მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - ეს არის ჩემი პასუხი - ჯანდაცვის მინისტრი

31.07.23 12:43
მივესალმები ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა - ეს არის ჩემი პასუხი - ჯანდაცვის მინისტრი

"მივესალმები საქართველოს ყველა სტუმარს, როცა არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა. ეს არის ჩემი პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით," - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მინისტრი რუსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას და მოქალაქეების პროტესტს გამოეხმაურა.

დღეს საკრუიზო ლაინერმა ბათუმში მეორე რეისი შეასრულა. გემმა საქართველოში პუტინის მეხოტბე არტისტები ჩამოიყვანა. ლაინერს ბათუმის პორტში მოქალაქეები პროტესტით შეხვდნენ. პოლიციამ 10-მდე ადამიანი დააკავა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ საკრუზიო ლაინერმა რეისების მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. 

მსგავსი სიახლეები