მადლობა პოლიციას - ბათუმის პორტში მიმდინარე მოვლენების ფონზე "ოცნების" ლიდერები სამართალდამცავებს მადლობას უხდიან

31.07.23 15:26
მადლობა პოლიციას - ბათუმის პორტში მიმდინარე მოვლენების ფონზე "ოცნების" ლიდერები სამართალდამცავებს მადლობას უხდიან

მადლობა პოლიციას - "ქართული ოცნების" ლიდერები სამართალდამცავებს მადლობას უხდიან. იმ პირთა შორის, ვინც რუსული ლაინერის დაცვისთვის პოლიციელებს მადლობას უხდის თბილისის მერი კახა კალაძეცაა.

კახა კალაძე პოლიციას მადლობას უხდის, თუმცა ჟურნალისტის კითხვაზე, რისთვის უხდის სამართალდამცავებს მადლობას - რუსეთის მოქალაქეების დაცვისთვის? - შეკითხვას თბილისის მერი უპასუხოდ ტოვებს.  

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რუსეთის მოქალაქე იქნება, აზერბაიჯანის, სომხეთის, ამერიკის თუ სხვა, კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებს საქართველოს პოლიცია ყოველთვის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს. ისინი ყოველთვის დგანან საქართველოს სადარაჯოზე, მშვიდობის სადარაჯოზე, იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და თავისი სიცოცხლის ფასად მზად არიან, ქვეყანაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და განვითარება“, - განაცხადა კალაძემ.

კალაძის გარდა, პოლიციას მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამაც

მსგავსი სიახლეები