ოქრიაშვილი კალაძეზე: „ყველა მოღალატე დაისჯება“!

31.07.23 15:44
ოქრიაშვილი კალაძეზე: „ყველა მოღალატე დაისჯება“!

"დილიდან „გამოგორდა“ თბილისის მერი, კალაძე განცხადებით, რომ მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ - რუსი. გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული," - ამ განცხადებას "პროგრესისა და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ავრცელებს.

ოქრიაშვილი თბილისის მერს დღევანდელი განცხადების გამო აკრიტიკებს, როდესაც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოს კარი ყველასთვის ღიაა, მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვისაც. 

დილიდან „გამოგორდა“ თბილისის მერი, კალაძე განცხადებით, რომ მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ - რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის. 
ერთი შეხედვით, კალაძე უვიცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას. 
ყველა მოღალატე დაისჯება! - ამბობს ოქრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები