დესტაბილიზაცია, ქაოსი, სტატუსის დაკარგვა - "ოცნების" ლიდერები სუბარი-ყაველაშვილის ჯგუფის მესიჯბოქს ამყარებენ

31.07.23 17:34
დესტაბილიზაცია, ქაოსი, სტატუსის დაკარგვა - "ოცნების" ლიდერები სუბარი-ყაველაშვილის ჯგუფის მესიჯბოქს ამყარებენ

"ოცნების" რადიკალური ფრთის მორიგ თავდასხმას ოპოზიციაზე მმართველი გუნდის ლიდერები უერთდებიან. მას შემდეგ, რაც სუბარი-ყაველაშვილის გუნდმა ოპოზიცია ანტისახელმწიფოებრივ განზრახვაში დაადანაშაულა და აღნიშნეს, რომ მათ ქვეყნისთვის სტატუსის მიღება არ უნდათ, "ქართული ოცნების" ლიდერები ამ მესიჯბოქს იმეორებენ.

"ყველა ხედავს, რომ თემა დესტაბილიზაციის პირდაპირ უკავშირდება იმ ამოცანას, რომელიც დღეს გააჩნია ნაცმოძრაობას, ამოცანა არის ხელისუფლებაში მოსვლა, არა არჩევნების, არამედ დესტაბილიზაციის და არეულობის შექმნის გზით. აქეთკენ არის მიმართული მათი ყველა ქმედება, ასე რომ აქ სიახლე არაფერი არ არის, რასაც ბატონი სოზარი ამბობს, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებაში ამას თვითონ ნაცმოძრაობაც არ მალავს", - ამბობს გია ვოლსკი.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, ოპოზიციის მიზანია ქვეყანაში ქაოსის შემოტანა იმ მიზნით, რომ საქართველომ სტატუსი ვერ მიიღოს.

"სწორია ბატონი სოზარი, ჩვენ ამას ვამბობ მმართველი პარტია და ვამბობდით, მათი ამოცანა რა არის ამ ხელმოცარულებს, როგორც პარლამენტში ოპოზიციიდან, ასევე პარლამენტს მიღმა, რომ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა. ერთი მცდელობა ჰქონდათ იქ რევოლუცია, მეორე ფარას კანონს გამარტივებულ ვარიანტს რუსულიც დაარქვეს. ბუნებრივია, ჩასაფრებულები არიან, რომ კანდიდატის სტატუსის არ მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ და შემდეგ ახალგაზრდები მოატყუონ და ისევ გამოიყვანონ, ვერ ეღირსებიან" - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები