დაკავებები ბათუმის პორტთან - "დროა" 3 დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

31.07.23 18:44
დაკავებები ბათუმის პორტთან - "დროა" 3 დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაკავებები ბათუმის პორტთან - "დროა" 3 დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 

ამ დროისთვის ინფორმაცია გვაქვს 3 დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ:
• გენრი დოლიძე ( პარტია "დროა") - სენაკი
• ირაკლი ხარჩილავა - ზუგდიდი 
• ირაკლი მეტრეველი - ზუგდიდი, - წერს "დროა".

ბათუმის აქციაზე დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებს ინფორმაცია არ აქვთ. უცნობია, რომელ იზოლატორში არიან გადაყვანილები დაკავებულთა უმრავლესობა. 

 "პირველების" ინფორმაციით, ანტირუსულ აქციაზე დაპატიმრებულები ბათუმის გარდა სენაკის, ზუგდიდის და ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჰყავთ მოთავსებული.

23 დაკავებულიდან ათამდე ადამიანი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია. ერთ-ერთს ფიზიკური დაზიანებები აქვს. ამ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. ომბუდსმენმა მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში უკვე ჩააყენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელმაც სამართალდამცველების მიერ ჩადენილი გადაცდომის და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

მსგავსი სიახლეები