"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ბათუმში აქციის პარალელურად, რუსული ლაინერი პორტს ტოვებს

31.07.23 19:41
"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ბათუმში აქციის პარალელურად, რუსული ლაინერი პორტს ტოვებს

"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" - ბათუმის პორტთან აქცია დაიწყო. ამ წუთებში პორტთან შეკრებილები რუსული ლაინერის შემოსვლას აპროტესტებენ. "პირველების" ინფორმაციით, რუსული ლაინერი პორტს რამდენიმე წუთში დატოვებს.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილები სკანდირებენ "საქართველოს" და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს თბილისშიც, პარლამენტის წინ, სადაც აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა წარწერიანი ტრანსფარენტები მიიტანეს - "სამშობლოს სიყვარული ქაჯობა არ არის", "ფიცი ოკუპანტების დასაცავად დადეთ?".

მსგავსი სიახლეები