ჩინეთისთვის ანაკლიის გადაცემა იქნება საბოლოო სილის გაწვნა ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის - გეგელია

01.08.23 16:06
ჩინეთისთვის ანაკლიის გადაცემა იქნება საბოლოო სილის გაწვნა ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის - გეგელია

"ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩინეთს უნდა გადაულოცოს ანაკლია, რაც იქნება საბოლოო სილის გაწვნა ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ გააკეთა.

გეგელია ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ანაკლიის პორტი, შესაძლოა, ჩინური კომპანიის ხელში აღმოჩნდეს. ასევე, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ჩაშლაში დაადანაშაულა.

ანაკლიაზე ახლა დაუფარავად ამბობენ, რომ ჩინეთს აძლევენ. იმ ვითარებაში, რაშიც არის დღევანდელი მსოფლიოს პოლიტიკა და განსაკუთრებით შავი ზღვის აუზი. ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩინეთს უნდა გადაულოცოს ანაკლია, რაც იქნება საბოლოო სილის გაწვნა ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის, ეს იქნება საბოლოო დასამარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საბოლოო გამწესება საქართველოსი იმ კლუბში, რომელშიც არის რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ბელარუსი, სირია და რომელშიც არ არის და არასდროს იქნება გერმანია, შვედეთი, საფრანგეთი, პოლონეთი და უკრაინა და სხვა ჩვენი პარტნიორები. დღეს ხდება ფუნდამენტური რევიზია საქართველოს საგარეო პოლიტიკის,. დღეს უკვე სრულყოფა ხდება პრაქტიკაში. მოვისმინეთ აბსოლუტურად ტყუილი, რომ ამერიკა არ ყოფილა დაინტერესებული ანაკლიის პორტი, როდესაც სახელმწიფო მდივანმა 2019 წელს თქვა, რომ მნიშვნელოვანია ეს პორტი დასრულდეს,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.

მსგავსი სიახლეები