პრემიერი დაინტერესებულია კორუფციული გარიგებებით, შავი ფულით - გეგელია

01.08.23 16:22
პრემიერი დაინტერესებულია კორუფციული გარიგებებით, შავი ფულით - გეგელია

"ღარიბაშვილი მუშაობდა ჩინურ კომპანიებზე პირველი პრემიერობის შემდეგ მეორე პრემიერობამდე, ანუ ის დაინტერესებულია პირადადაც კორუფციული გარიგებებით, შავი ფულით, მარტივი ფულით," - ასე ეხმაურება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩინიეთისთვის გადაცემას.

გეგელია დარწმუნებულია, რომ ამ გარიგებით ხელისუფლება ორი მიზნის მიღწევას შეეცდება - ერთი, კორუფციული გარიგების დადებით მაქსიმალური მოგების ნახვას და საქართველოს დასავლური კურსიდან დაშორებას.

ანაკლია, ღრმა ეჭვი მაქვს, არის მთავარი ხორცშესხმა, მთავარი ფორმა, რასაც მიიღებს ეს გეოპოლიტიკური უბედურება, რაც ახლა შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაემართოს, ჩემი აზრით, ეს იქნება კორუფციული გარიგებების სურვილი, რომ დიდძალი ფული გააკეთონ. შეგახსენებთ, რომ ღარიბაშვილი მუშაობდა ჩინურ კომპანიებზე პირველი პრემიერობის შემდეგ მეორე პრემიერობამდე, ანუ ის დაინტერესებულია პირადადაც კორუფციული გარიგებებით, შავი ფულით, მარტივი ფულით. მეორე, ეს არის ე.წ. მულტივექტორული პოლიტიკა - ამით აგრძელებენ იმას, რასაც უკვე აკეთებენ საგარეო პოლიტიკაში, რაც არის ევროპული კავშირსა და ამერიკისთვის იმის თქმა, რომ მე არ ვიქნები თქვენი პარტნიორი, არ გავიზიარებ თქვენს იდეალებს, მე მაქსიმალური კომფორტისთვის ვეცდები, რომ კანდიდატიც გავხდე, თან ხელს შევუშლი, ეს არის გაუმართლებელი, არაპრაგმატული, რა თქმა უნდა, ღირებულებებზე არდამყარებული საგარეო პოლიტიკა. ამ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ სწორედ ის ამერიკელი ინვესტორები გაექცია, ვისზეც დღეს ამბობენ, რომ თურმე დაინტერესებულები არ ყოფილან,“ - ამბობს გეგელია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანაკლიის პორტი, შესაძლოა, ჩინური კომპანიის ხელში აღმოჩნდეს. ასევე, დღეს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ჩაშლაში დაადანაშაულა.

მსგავსი სიახლეები