რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

01.08.23 17:30
რამდენს გიხდიან რუსები, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი - კინზინგერი კობახიძეს

"რამდენს გიხდიან რუსები მათ დასაცავად? თმა შეიჭერი, ირაკლი", - ამ განცხადებას ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ავრცელებს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიმართავს.

კინზინგერი ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, რა დროსაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ამერიკის ელჩი კელი დეგნანი ბათუმის პორტთან გამართულ აქციასთან დაკავშირებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "ქართველი ხალხის სახელით საუბარი ელჩის საქმე არაა".

რუსეთმა მოკლა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება," - წერს კინზინგერი.

 

მსგავსი სიახლეები