ბათუმის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები თავისუფლები არიან
ბათუმის ანტისაოკუპაციო აქციაზე დაკავებულები თავისუფლები არიან. მათი სასამართლო პროცესები მოსამართლის გადაწყვეტილებით გადაიდო.
აქციის დროს დაკავებულების უმრავლესობა სამართალდამცავების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.
მაგალითად, "დროას" ინფორმაციით, ბათუმის ორგანიზაციის წევრს ფიზიკურად ბათუმის სამმართველოს უფროსი გაუსწორდა.
ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" უკვე მეორედ შემოვიდა. ამჯერად გემზე რუსი პროპაგანდისტები და პუტინის მეხოტბე არტისტები იმყოფებოდნენ. მოქალაქეები რუსულ გემს საპროტესტოა აქციით შეხვდნენ. შსს-მ პორთან პოლიციელთან უპრეცედენტო რაოდენობა მოაბილიზა. ანტირუსული შეძახილების გამო, ჯამში, 23 ადამიანი დააკავეს. საბოლოო ჯამში, გემმა პორტი დაგეგმილზე ადრე დატოვა.