უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირებს სახელმწიფო არასათანადო პატივს მიაგებს - გენერლები
ოკუპანტების მიერ უკრაინაში მოკლული საქართველოს გმირი მოქალაქეებს და მათ ოჯახებს სახელმწიფო სათანადო ყურადღებას არ აქცევს - ამის შესახებ "პირველებთან" გენერლები საუბრობენ.
ზაზა გოგავას შეფასებით, საქართველოს მთავრობა დაღუპულ გმირებს იმ პატივს არ მიაგებს, რასაც იმსახურებენ.
ვხედავთ ყველა, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო უკრაინაში დაღუპულ გმირებს. სულ მალე დადგება საქართველოში დრო, როდესაც ეს მოღალატური რეჟიმი ქვეყნის სათავეში არ იქნება და პატივს მიიღებენ ეს ჩვენი ბრძოლაში დაცემული გმირები, როგორც მათ ეს შეეფერება,“ - განაცხადა ზაზა გოგავამ.
მამუკა ყურაშვილის თქმით, კიდევ ერთი ქართველი არჩილ დევრისაშვილი უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლის დროს იცავდა არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს მომავალს.
საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა იქიდან გამომდინარე, რომ ფაშისტური ძალები სისხლისგან იხცლება და მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ შემოვიდნენ საქართველოში. ზუსტად ის ბრძოლა, რომელიც იმართება უკრაინაში იძლევა იმის საშუალებას, რომ გამოიფიტოს და ჩამოიშალოს ფაშისტური ძალები,“ - ამბობს მამუკა ყურაშვილი.
ქვეყანა კიდევ ერთ გმირს ემშვიდობება. უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილი თბილისში ფრონიტის ხაზიდან ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.