ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ნათია ბახტაძის მკვლელობას ადასტურებს

03.08.23 16:14
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ნათია ბახტაძის მკვლელობას ადასტურებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პროკურატურა ნათია ბახტაძის მკვლელობას ადასტურებს. ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის ინფორმაციით, 28 ივლისს, ახალგაზრდა ქალი ოჩამჩირის მაცხოვრებელმა, აინარ ცვიჟბამ ავტომობილის სალონში მოკლა. ბრალდებული დაკავებულია და ის დანაშაულს აღიარებს.

ოკუპირებულ გალში მცხოვრები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ახალგაზრდა კაცის დაკავების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა.

 

მსგავსი სიახლეები