ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე 1 პირი დააკავეს, დედა შვილის გარდაცვალებას არ ადასტურებს
ოკუპირებულ გალში მცხოვრები 28 წლის ნათია ბახტაძის გაუჩინარების საქმეზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს - ინფორმაციას "ეხო-კავკაზა" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, დაკავებული ნათიას ცოლად შერთვის მიზნით ემუქრებოდა.
რაც შეეხება გუშინ, ბახტაძის ახლობლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქალი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გოგონას დედა, იამზე აგუმავა კატეგორიულად გამორიცხავს.
28 წლის ბახტაძე გალში 28 ივლისს გაუჩინარდა.