"შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ" - დუდაშვილებს სტიქიის ზონაში ისევ ეძებენ
შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ, - ეს განცხადება ერთ-ერთმა მოქალაქემ ჟურნალისტებთან გააკეთა. ის სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს, რადგან ოჯახის წევრებთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.
გიორგი დუდაშვილი ამ დრომდე ვერ ახერხებს ცოლთან და შვილებთან დაკავშირებას, რომელიც გუშინ ღამითაც მიმართავდა სახელმწიფოს და ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციაში ჩართვას ითხოვდა.
არ იყო კონტაქტი საერთოდ, შვილს და სამ შვილიშვილს ვეძებ. ნატო ჭელიძეს და დუდაშვილებს, ანასტასიას, ლუკას და ანდრიას ვეძებ. ვერტმფრენი ჩამოფრინდა, არაფერია ჯერ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.