"ამორალური", "კორუმპირებული" - ბოკუჩავა მაია ბითაძეს
გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ბრალდებებს "ნაციონალურ მოძრაობაში" უპასუხეს. საქმე ეხება "ქართული ოცნების" დეპუტატის ბითაძის კომენტარს, რა დროსაც კომიტეტის თავმჯდომარემ წინა ხელისუფლება დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს".
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მაია ბითაძეს შეახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილია ის პირი, რომელმაც რაჭის ტყეების ოლიგარქ დავით ხიდაშელისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო და მთავარი კითხვები პარლამენტში ამ მიმართულებით უნდა ისმეოდეს.
კონკრეტულად რა ტერიტორიები მიყიდა რაჭაში ივანიშვილმა სანქცირებულ რუს ოლიგარქებს? მიმდინარეობს თუ არა ტყის მასიური ჩეხვა, როგორც ამტკიცებენ ადგილობრივები? რა სამშენებლო ან სხვა ტიპის ნებართვები იქნა გაცემული რაჭის ტყეებზე ან ვისზე? - ამ კითხვებს უნდა სვამდეს სამარცხვინო, ამორალური, კორუმპირებული გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე დღეს საქართველოს პარლამენტში და არ უნდა გადაჰქონდეს ისრები 11 წლის წინანადელ მონიტორინგის სისტემაზე,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.