შოვში უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა
შოვში უამინდობის გამო ორმა ვერტმფრენმა მუშაობა შეწყვიტა. შვეულმფრენები ონის ცენტრალურ სტადიონზე არიან გაჩერებული. შოვში წვიმს და სავარაუდოდ, ვერტმფრენებით ამიტომ ვერ ახერხებენ მაშველები მუშაობის გაგრძელებას.
მანამდე თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური სამაშველო ვერტმფრენების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაუარესებული ამინდის გამო, სამაშველო ოპერაცია შვეულმფრენებით ვერ გაგრძელდებოდა.
ასე არ არის მარტივად, რომ ყოველთვის ვერტმფრენმა 24 საათის განმავლობაში იმუშაოს, ხედავთ, ამინდია ისეთი, რომ ვერ იფრენს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
სტიქია რაჭაში - გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველები სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე აგრძელებენ. მეწყრულ ზონაში 25 მოქალაქეს ეძებენ. შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება.