სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ცხედრები შოვიდან ონში გადაასვენეს
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ცხედრები შოვიდან ონში გადაასვენეს. რამდენიმე წუთში მათ ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. მანამდე სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოქალაქეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დილით ამოსვენებული ცხედრები 9 საათის შემდეგ ისევ ადგილზე იყო დასვენებული.
ადგილობრივის საუბრიდან ირკვევა, რომ ამოსვენების შემდეგ, მოქალაქეებს უთხრეს, რომ ცხედრებს ვერტმფრენით გადაასვენებდნენ, თუმცა, 9 საათის შემდეგ მიცვალებულები კვლავ სტიქიის ზონაში არიან დასვენებულები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები აღარ იმყოფებიან და მხოლოდ ადგილობრივები არიან.
სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. სამძებრო ოპერაცია უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს, 30-მდე ადამიანთან დაკავშირება ვერ ხერხდება.