ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს - ხაბეიშვილი შოვის ტრაგედიაზე

07.08.23 13:49
ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს - ხაბეიშვილი შოვის ტრაგედიაზე

შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ენმ-ს თავმდჯომარე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებასთან ბევრი კითხვა არსებობს, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

მდინარე, ფაქტობრივად, გაქრა და შესაბამისად, მარტივი წარმოსადგენი იყო, რომ სადღაც ეს წყალი გუბდებოდა. მეორე, უმძიმესი საყურებელი იყო, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტრაგედიის ღამეს ეთქვა, რომ საღამოს უბრალოდ უნდა დაისვენონ, იმიტომ, რომ თურმე არ გვყავს ვერტმფრენი, რომელსაც ღამე შეუძლია რომ გაანათოს და ზოგადად, არაფერი არ არსებობდა თურმე ისეთი, ამას გვიყვებიან,  რომ ადამიანები არ მიეტოვებინათ ტრაგედიის ღამეს. კონკრეტული გამოძიება უნდა მოხდეს, მათ შორის, ობიექტური  და არა ის, რომ რუსული პარტია თავისივე თავს რომ არ გაასამართლებს, ეს კარგად ვიცით, - ამბობს ხაბეიშვილი.
 

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ცამოწვა. დაღუპულია 18 ადამიანი, აქედან იდენტიფიცირებულია 14, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი. სამძებრო სამუშაოები სტიქიის ზონაში დღესაც გრძელდება. 

 

მსგავსი სიახლეები