კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზე
კახა კალაძე რუსთავის ციხეში ახალგაზრდა პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას „დაგეგმილ პროცესად“ აფასებს და აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში საეჭვო ვერაფერი დაინახა. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
ყველა კარგად ვხედავთ, როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი, როგორ ჩაერთო ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები, თანმიმდევრულად, ქრონოლოგიურად თუ შევხედავთ, ძალიან მარტივად იკითხება თუ რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი.
რაც ნახა საზოგადოებამ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, ის ვნახე მე და არაფერი იქ არ ყოფილა ის, რაზეც იყო საუბარი. ძალიან მარტივია აქ ყველაფერი. თუ ფაქტი იყო და მოხდა, 2025 წელზეა საუბარი, დღეს რა ხდება? ამდენი ხნის განმავლობაში რა ხდებოდა?
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ისაუბროს ყველაფერზე, მე ვერაფერი (საეჭვო) ვერ დავინახე (კადრებშ), - ამბობს კალაძე.
ახალგაზრდა პატიმარმა რუსთავის ციხეში მის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ მოსამართლის წინაშე ისაუბრა.
ოჯახი ხელისუფლებას პატიმრის მიმართ შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების გაჭიანურებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ციხეებში არსებულ ვითარებაზე საჯარო ბრძოლას იწყებს.
გიორგი დავითაძის ოჯახი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვთ, რადგან, მათი თქმით, თავად სისტემაა ამ სისასტიკის შემოქმედი.