რა ტიპის მონიტორინგული სისტემა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული და სად - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

07.08.23 14:33
რა ტიპის მონიტორინგული სისტემა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული და სად - გეოლოგი შოვის სტიქიაზე

რამ გამოიწვია სტიქია შოვში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად შეფასებას გეოლოგი არჩილ მაღალაშვილი ეხმაურება. გეოლოგი იმედოვნებს, რომ შემდეგ დასკვნებში გარკვეული დეტალები ტექნიკური მიმართულებით კიდევ უფრო მეტად დაიხვეწება.

იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან არიდება - გეოლოგი იმ მონიტორინგულ სისტემაზე საუბრობს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. 

რა ტიპის მონიტორინგული სისტემა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული და სად. თუ ჩვენ ამას დავაყენებდით მწვერვალზე, სადაც მოწყდა - ხმაურზე რეაგირების სისტემა, ან რაიმე სენსორი, რომელიც რეაგირებს მცირე ტიპის ბიძგებზე, ასეთი რამ ჩავთვალოთ, რომ თვეში 2-ჯერ მოგვცემდა სიგნალს. თუ ხმაზე რეაგირების სისტემას დავაყენებდით, რას მოგვცემდა - 10 წუთს. ასეთი სისტემების დაყენება ხდება იქ, სადაც ან შესართავია ან ამდაგვარი, ნიშნავს, რომ შემცირდებოდა რეაგირების დრო. ჩვენ ვანგარიშობთ 12 წუთს მოწყვეტიდან, ანუ იქ უნდა ყოფილიყო, თორემ შუაში ასეთი რამის დამონტაჟება 3-4-5 წუთს მოგვცემდა. უნდა გავაკეთოთ სერიოზული მოდელირებები, კვლევები და იმ სცენარების გათამაშება, რომელიც შეიძლება მოხდეს, ჩვენ შევდივართ ძლიან ტურბოლენტურ პერიოდში, რაც ადრე სტაბილური მიგვაჩნდა, ახლა აღარ იქნება, გვჭირდება სერიოზული კადრები, რომელთა ნაკლებობაც გვაქვს - მთელი კავკასიონი თავიდან შესაფასებელია რისკების თვალსაზრისით," - ამბობს გეოლოგი. 

გეოლოგის თქმით, კიდევ რჩება რამდენიმე კითხვა, რომელზეც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ პასუხი უნდა გასცეს.

ამ დასკვნამ შემოიტანა ორი სიახლე იმ ვარაუდებთან შედარებით, რომლებიც მანამდე იყოგამოთქმული - ეს იყო კლდე-ზვავი და მყინვარული ტბის არსებობა, რომელიც ალბათურია, როგორც წესი ასეთი რამ არსებობს, ან მყინვარის ქვეშ ან წინა ტერიტორიაზე და ამ გარემოებამ ახსნა ორი უცნაურობა, რომელიც მანამდე კითხვებს წარმოშობდა, ეს არის წყლის კატასტროფული რაოდენობა და  ყინულის ლოდების არსებობა, იმიტომ, რომ ერთბაშად ჩამოვლა ასეთი დიდი რაოდენობის, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, მაგრამ აქ ამას დაერთო ზვავი, რომლის ჩამოშლის ადგილი იდენტიფიცირებულია. დარჩა ისეთ კითხვებაზე დასაზუსტებელი იმის შესახებ, თუ რამდენად ყოფნის მასათა ასეთი ბალანსი, წყლის, გრუნტის, ეს ხეების რაოდენობა, როგორც ჩანს, ჩამოპარსული ხეობის გასწვრივ და ხორც-საკეპ მანქანასავით გატარებული, ისეთ მასასთან და ისეთი ენერგიის ღვარცოფთან გვქონდა საქმე, რომელიც მალე ჩამოვიდა. ხეობის მორფოლოგია, სამწუხაროდ, იძლევა ასეთი სცენარის განვითარების შესაძლებლობას,“ - ამბობს გეოლოგი.

გეოლოგი ამბობს, რომ ასევე საჭიროა გამოკვლევა, მოხდა, თუ არა მდინარე ბუბასთვის კალაპოტის ცვლილება.

წინასწარი ცნობები გვაქვს გარკვეული, რომ ძველი კალაპოტი ბუბასი, თითქოს, კოტეჯების დღევანდელ ტერიტორიის ადგილას მიდიოდა და მისი გადასროლა მოხდა, რომ კოტეჯებისთვის გამოყოფილიყო ადგილი, საბჭოოთა პერიოდში, ამას გამოკვლევა სჭირდება, თუ რამდენად სწორი იყო ხეობის კონფიგურაციის ცვლილება," - ამბობს არჩილ მაღალაშვილი.