"2-3 წელში ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება" - რას ამბობდა ლევან დავითაშვილი 2018 წელს
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირება - მმართველი გუნდი ჯერ კიდევ 5 წლის წინ დებდა პირობას, რომ საქართველოს ადრეული გაფრთხილების სისტემა ექნებოდა.
"2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა გვექნება," - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 2018 წელს ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როდესაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
მნიშვნელოვანია, რომ ისეთ მდინარეებზე, როგორიც არის ნენსკრა ჩვენ გვქონდეს ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახური. აღნიშნული სისტემებით მივიღებთ ინფორმაციას, რომელიც პრევენციის ღონისძიებებისთვის აუცილებელია“, – ამბობდა ლევან დავითაშვილი.
მინისტრის დაპირების მიუხედავად, გამართული სისტემა ქვეყანას არ დღეს აქვს. მაგალითად, გეოლოგი, არჩილ მაღალაშვილი დღეს "დღის ამბებში" ამბობდა, რომ თუ რა ტიპის მონიტორინგული სისტემა უნდა ყოფილიყო დამონტაჟებული და სად შოვში.
უნდა გავაკეთოთ სერიოზული მოდელირებები, კვლევები და იმ სცენარების გათამაშება, რომელიც შეიძლება მოხდეს, ჩვენ შევდივართ ძლიან ტურბოლენტურ პერიოდში, რაც ადრე სტაბილური მიგვაჩნდა, ახლა აღარ იქნება, გვჭირდება სერიოზული კადრები, რომელთა ნაკლებობაც გვაქვს - მთელი კავკასიონი თავიდან შესაფასებელია რისკების თვალსაზრისით," - ამბობს გეოლოგი.