ფეხებზე ჰკიდიათ და არ აინტერესებთ - ირაკლი კუპრაძე ვერტმფრენების ანგრის მოწყობის დაგვიანებაზე
"ფეხებზე ჰკიდიათ, როგორ იქნება მოწყობილი ადამიანების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე მთავრობის მიერ შოვში დატრიალებული ტრაგედიის მეორე დღეს გამოცხადებულ ტენდერს.
საქმე ეხება 22 მილიონიან ტენდერს, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ძებნა-შველის ახალ ოფისს და ვერტმფრენების ანგარს მოაწყობს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ახალი ოფისის და ვერტმფრენების ანგარის პროექტი უკვე სამი წელია არსებობს. არქიტექტურული ნახაზები კი 2020 წლით თარიღდება.
ირაკლი კუპრაძის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლებას ახალი ოფისის და ვერტმფრენების ანგარის პროექტი უკვე სამი წელია აქვს და პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა, ეს არაკომპეტენტურობის გარდა კორუფციის მაჩვენებელია.
ის, რომ სამი წელი პროექტი დევს თაროზე, ეს დასტურია იმის, რომ ფეხებზე ჰკიდიათ, როგორ იქნება მოწყობილი ადამიანების უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. არა არაკომპეტენტურობა, უბრალოდ ფეხებზე ჰკიდიათ და არ აინტერესებთ. ეს კორუფცია, არაკომპეტენტურობა, დაგვიანება, არის რუსული ხასიათი საკუთარ ქცევაში "ქართული ოცნების" მხრიდან, ანგრევს სახელმწიფოს სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდას. ვაკის ჭავჭავაძის ნაგვის ურნების ბიუჯეტი ეყოფოდა იმ უსაფრთხოების გარანტიების შექმნას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.